spacer.png, 0 kB
spacer.png, 0 kB
თავფურცელი
თავფურცელი

საბროკერო კომპანია “თბილინტერკაპიტალი” არის საქართველოს საფონდო ბაზრის წევრი 1999 წლიდან დღემდე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ უზრუნველყო ადგილობრივ ბაზარზე თავისი აქტიური პოზიციის და წარმოებულ ოპერაციების სტაბილური ზრდა. 

ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპია კლიენტის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება, მათი გამოცდილების და გრძელვადიანი მიზნების შესაბმისად. ჩვენ ვცდილობთ თითოეული კლიენტისთვის ვუზრუნველყოთ მაქსიმალურად მოქნილი და ეფექტური მომსახურება.

ამისათვის ჩვენ ვხელმძღვანელობთ შემდეგი პრინციპებით:

  • ვითვალისწინებთ თითოეული კლიენტის ბიზნესის სტრატეგიულ მიზნებსა და თავისებურებებს;
  • განვიხილავთ თითოეულ კლიენტს, როგორც ჩვენი კომპანიის გრძელვადიან პარტნიორს, მისი ინტერესების სრულად გათავისებითა და გააზრებით;
  • ვაყალიბებთ კლიენტებთან მაქსიმალური ნდობის ატმოსფეროს, რაც მათი პრობლემების ეფექტური გადაწყვეტის აუცილებელი პირობაა;
  • ვიცავთ კონფიდენციალობას, ამავე დროს უზრუნველვყოფთ ინფორმაციის მაქსიმალურ გამჭვირვალობას, რაც ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და მისი შესაძლებლობების შესახებ;
  • მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე და კლიენტებისთვის ახალი პროდუქტების და მომსახურებების შეთავაზებაზე;

     
 
spacer.png, 0 kB
spacer.png, 0 kB
spacer.png, 0 kB